განგაში რუსეთში - მოსკოვს დრონებით შეუტიეს

05.09.23 10:20
განგაში რუსეთში - მოსკოვს დრონებით შეუტიეს

რუსეთში განგაში იყო. მოსკოვს დრონებით შეუტიეს. დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში დაზიანებულია რამდენიმე საყოფაცხოვრებო  ობიექტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალებმა ისტრის რაიონსა და კალუგის ოლქში გამთენიისას დააფიქსირეს. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინამ დაგეგმა.