პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ცნობილია

05.09.23 10:48
პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ცნობილია

ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ინფორმაციას გამოცემა New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

მოსალოდნელია რომ ინი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავა. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა მოსკოვსაც ეწვიოს. 

ქვეყნის ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები