სახლებს ძარცვავდნენ, მათ "კანონიერი ქურდები" ხელმძღვანელობდნენ - ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს

05.09.23 12:00
სახლებს ძარცვავდნენ, მათ "კანონიერი ქურდები" ხელმძღვანელობდნენ - ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს

ესპანეთში ქართული ბანდის წევრები დააკავეს - ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჯგუფი, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე სახლებსა და სხვადასხვა შენობებს ძარცვავდნენ. 

ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ. 

ქსელი იყოფოდა რამდენიმეკაციან ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ, ათობით ობიექტების გაძარცვის შემდეგ კი ტოვებდნენ ტერიტორიას. ქსელი წევრებს აწვდიდა ყალბ დოკუმენტებს, ასევე უსაფრთხო სახლებს, რომლებსაც, როგორც ესპანური მედია წერს, ხშირად აქირავებენ წინამორბედები.

ცნობილია, რომ თანხებს ჯგუფის წევრები საქართველოში და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ. 

პოლიციამ გამოავლინა სამი წევრი, რომლებიც ლუგოს პროვინციაში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, ნაღდი ფული.