"არ ჩანს იმედისმომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის" - ერდოღანი და პუტინი ვერ შეთანხმდნენ

05.09.23 18:42
"არ ჩანს იმედისმომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის" - ერდოღანი და პუტინი ვერ შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრისას მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობები ვერ დაინახა. ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ, თუმცა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ჯერჯერობით, არ ჩანს იმედისმომცემი პერსპექტივები მშვიდობისთვის. ჩვენ თურქეთის სახელით დღეს, როგორც ადრეც, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული, ისევე, როგორც მშვიდობაში არ არსებობს დამარცხებული და რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, თუ ამას მხარეები მოისურვებენ,“ - განაცხადა ერდოღანმა.