სტამბოლში წყალდიდობას 2 ადამიანი ესმხვერპლა

სტამბოლში წყალდიდობას მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
უხვი ნალექის გამო ქუჩები მდინარეებად იქცა, ავტომობილები, მეტრო და სახლები დატბორილია. შს მინისტრი ალი ერლიკაია იტყიბინება, რომ დაღუპულია ორი ადამიანი, ერთი მათგანი უცხოელია. ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჯა კი აცხადებს, რომ წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, - ნათქვამია მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოგლი იტყობინება, ზოგიერთ ადგილას კვადრატულ მეტრზე 150 კგ ნალექი ასხამდა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 2.1 ათასითანამშრომელია ჩართულია.