ოკუპანტმა უკრაინას ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამთენიისას განგაშის სიგნალი ჩაირთო. ოკუპანტებმა იერიში კიევსა და რამდენიმე რაიონზე ერთდროულად ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. კიევში ნგრევას მსხვრპლი არ მოჰყოლია, თუმცა აფეთქებას ოდესაში ერთი ადამიანი შეეწირა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. განადგურებულია დასახლებები და საწარმოები. რუსულმა არმიამ იერიში იმ ქარხანაზეც მიიტანა, რომელიც უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.