ფაშინიანის მეუღლე კიევში ჩადის

06.09.23 14:38
ფაშინიანის მეუღლე კიევში ჩადის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა და თავისი ქვეყნის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხეთის სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დღეს კიევში სამიტი ტარდება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი - ანა აკოფიანიც მონაწილეობს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში სომხეთიდან პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავა.