ევროკავშირის სასამართლომ რუს ოლიგარქებს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი ოლიგარქების, ტიმჩენკოს, გუცერიევის, პუმპიანსკისა და ხუდავერდიანის საჩივრები სანქციების მოხსნაზე.
ევროკავშირის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენ პუმპიანსკს "პირდაპირი როლი არ უთამაშია უკრაინაში სამხედრო შეჭრაში", ის ჩართულია ეკონომიკის ნავთობისა და გაზის სექტორებში, რაც რუსეთის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
სასამართლომ დაადგინა, რომ პუმპიანსკის და მისი მეუღლის სანქციების სიაში შეყვანა გამართლებული იყო და არ არღვევდა მათ ფუნდამენტურ უფლებებს.