რუსეთის სარაკეტო იერიში კონსტანტინოვკაში - დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
კონსტანტინოვკაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ამ წუთებშიც ზუსტდება - ბოლო ინფორმაციით, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 30-მდე ადამიანია დაშავებული. დაღუპულია 16 პირი. რუსულ აგრესიას , კონსტანტინოვკაში ერთი ბავშვი ემსხვერპლა.
რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრალურ რამდენიმე საათის წინ ბაზარზე მიიტანა. მოსალოდნელია, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.