გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

02.06.21 23:26
გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო DW ავრცელებს.

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანულ ავიაკომპანია "ლუფთანზას" რუსეთის მიმართულებით რეისების გაუქმება მოუწია. რეისების გაუქმების მიზეზი კი ის გახდა, რომ  რუსეთისგან რეისების შესრულების ნებართვა დროულად არ მიიღო.

ამ ფაქტის  გამო, ფედერალურმა ავიაციამ ასევე არ გასცა შემდგომი ნებართვები რუსულ ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ ფრენებზე, სანამ რუსული მხარისგან ნებართვა ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია", - განაცხადა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა.