ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოში შევიდა

02.06.21 23:57
ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოში შევიდა

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია  „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობის კომპანია თავად ავრცელებს.

„როსნეფტის“ აქციონერებმა  11-წევრიანი დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ვირტუალურ შეხვედრაზე დაამტკიცეს. რუსეთის მთავრობამ  კარინ კნაისლი  „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრად 3 თვის წინ წარადგინა.

კნაისლი ავსტრიის საგარეო უწყებას 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. ის მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩევა რუსეთის მთავრობასთან. 2018 წელს კარინ კნაისლის ქორწილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა.