ამერიკა უკრაინას მილიარდი დოლარის დახმარებას და რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას გადასცემს

გადაწყვეტილება მიღებულია - აშშ უკრაინას მილიარდიან დახმარებას გადასცემს. ცნობილია, რომ აქედან 665 მილიონზე მეტი უსაფრთხოების სფეროში დაიხარჯება.
როგორც კიევში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ უკრაინას ასევე გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც უკრაინის არმიის ვეტერანთა მხარდაჭერას მოხმარდება.
ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რაც უკრაინელ ვეტერანებს მოხმარდება. მათ, ვინც შესაძლებელი გახადეს პუტინის აგრესიული ომი, უნდა გადაიხადონ საფასური
ჩვენ, შეერთებულ შტატებში, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ თქვენთან ერთად სვლა. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა, მოვსულიყავი და მტკიცედ დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძალისხმევა, რასაც ჩვენ და სხვა ქვეყნები ვაკეთებთ კონტრშეტევის ამოცანების დაუყოვნებლივ გადაწყვეტისთვის, ასევე უკრაინის დასახმარებლად გრძელვადიანი მცდელობებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს, შექმნას ძალა მომავლისთვის, რომელსაც ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეუძლია"- თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარი უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციას მოხმარდება.