საგანგებო რეჟიმი მოსკოვში - რუსეთის დედაქალაქში ღამით უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა
რუსეთის დედაქალაქში ღამით უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთ უბანში საგანგებო რეჟიმი აამოქმედეს.
შოიგუს უწყება ამტკიცებს, რომ დრონები გაანეიტრალეს და ჩამოყარეს, თუმცა მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ხანძარი და ქაოსი, რომელიც აპარატების ჩამოგდებას მოყვა. რამენსკოეს დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსები და ავტომანქანები დაზიანდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
წინასწარი ინფორმაციით, მოსკოვში სამი დრონი გამოჩნდა, აქედან ერთი დედაქალაქთან ახლოს, ორი კი როსტოვისკენ ჩამოაგდეს.
დრონით შეტევის შედეგად დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, 100-მდე დაზარალებულ მოქალაქეს დროებითი საცხოვრებელი შესთავაზეს.