პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - სტოლტენბერგი

07.09.23 15:16
პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - სტოლტენბერგი

"პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ის, გასულ წელს, უკრაინაში შეიჭრა. მეორე სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში.

„ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რეალობა არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ის, გასულ წელს, უკრაინაში შეიჭრა. პირველი არის ის, რომ მან სრულიად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ძალა და გამბედაობა, მეორე სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა მათ მიერ უკრაინაში დახმარების გაგზავნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ დახმარებამ შესაძლებლობა მისცა უკრაინელებს, კონტრშეტევა დაეწყოთ. ნატო-ს გენერალურმა მდივანი ამბობს, რომ უკრაინელები წინ მიიწევენ წარმატებისკენ.

ჩვენმა დახმარებამ შესაძლებლობა მისცა უკრაინელებს, კონტრშეტევა დაეწყოთ. ისინი თანდათან აღწევენ წარმატებას. ეს არის მძიმე, რთული ბრძოლა, მაგრამ მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და წინ მიიწევენ", - თქვა სტოლტენბერგმა.