აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება - ფაშინიანი

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს - ამის შესახებ განცხადება მან დღეს, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება
„აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას, ჰუმანიტარული სიტუაცია პიკს მიაღწია. ასევე გრძელდება სომხების წინააღმდეგ სიძულვილის რიტორიკა. ნათელია, რომ თავისი ქმედებებით აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.