სამარცხვინოა, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ, უტევს უკრაინის საზღვაო პორტებს - მიშელი

08.09.23 12:27
სამარცხვინოა, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ, უტევს უკრაინის საზღვაო პორტებს - მიშელი

"მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას, უკრაინის პორტებზე მიზანმიმართული თავდასხმით კრემლი ართმევს მათ საკვებს, რომელიც ძალიან სჭირდებათ", - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა რუსეთის მიერ უკრაინის პორტებზე თავდასხმას.

მიშელის თქმით, მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავი ზღვის გავლით უსაფრთხო გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

"სამარცხვინოა, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ ბლოკავს და უტევს უკრაინის საზღვაო პორტებს. ეს უნდა შეწყდეს", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

მიშელმა აღნიშნა ისიც, რომ 41 მილიონ ტონა მარცვლეულზე მეტის მიწოდებაა განხორციელებული ევროკავშირის მიერ ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფის მხრივ.