3 დაღუპული და 4 დაშავებული - ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

08.09.23 16:06
3 დაღუპული და 4 დაშავებული - ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

3 დაღუპული და 4 დაშავებული - სოფელ ოდრადოკამენკაში საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.

"ოდრადოკამიანკაში რუსულ საჰაერო ბომბს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - 2 ქალი და ერთი კაცი. დაშავდა ოთხი ადგილობრივი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

მისივე თქმით, ადგილზე მაშველები, მოხალისეები, სასამართლო ექსპერტები, საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ.