პუტინმა მოკლა პრიგოჟინი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოკლა.
"მან მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისთვის ეს უბრალოდ "ერთი ნაკლები ტერორისტია". ზელენსკის შეფასებით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი იმალებოდნენ "ვაგნერელების" უკან.
პრიგოჟინის გარდაცვლილი რუსმა გამომძიებლებმა 27 აგვისტოს დაადასტურეს. ის იმ 10 ადამიანს შორის იყო, რომლებიც გასულ კვირას ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.