მაროკოში ძლიერი მიწისძვრას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ქალაქი მარაკეშზე, სადაც 6.8 მაგნუტიდის მიწისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას Al Jazeera და Reuters ავრცელებს.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისვრა ადაგილობრივი დროით 23:00 საათზე მოხდა, ეპიცენტრი კი მარრაკეშიდან სახმრეთ-დასავლეთით 72 კმ-ში იყო.
მაროკოს შს სამინისტრო იტყობინება, რომ მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 296 ადამიანი დაიღუპა, 150-მდე კი დაშავდა.
ადგილიდან გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალა მიწისძვრის დამანგრეველ შედეგებზე მეტყველებს. ძველ ქალაში, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა, დაინგრა შენობები და მეჩეთი. ქალაქები ნანგრევებითაა სავსე და შიგნით ადამიანებია მოყოლილი.