უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის თავზე სახელმწიფო დროშა ააფრინეს

უკრაინელმა სამხედროებმა 9 სექტმებრს ონეცკის ავდეევკაში ქალაქის საპატივსაცემოდ ცაში უკრაინის სახელმწიფო დროშა ააფრინეს. ის ოკუპირეული დონეცკის მხარეს გაფრინდა და ლენინსკის რაიონში დაეშვა.
ინფორმაციას ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ავრცელებს.
დღეს ავდეევკის დაფუძნებიდან 245 წელი გავიდა. დღე აქტივობით დავიწყეთ - ცაში სახელმწიფო დროშა ბუშტებით ავაფრინეთ. ის დონეცკში გაფრინდა. იქ შეეშინდათ და მისი ჩამოგდება განიზრახეს, თუმცა კიევსკის რაიონის თავზე სახელმწიფო დროშა უკვე ფრიალებს, - ნათქვამია შეტყობინებაში.