პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ, პრიგოჟინსაც სურდა ნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები - ჯონსონი

10.09.23 10:45
პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ, პრიგოჟინსაც სურდა ნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები - ჯონსონი

ყველას გვინდა მშვიდობა. პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ, პრიგოჟინსაც სურდა ნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები - ეს განცხადება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გააკეთა.

"ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა, გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივიღებთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და თქვენ ნახეთ როგორ განვითარდა პროცესები," - თქვა ჯონსონმა.

მისი თქმით, ნათლად უნდა ითქვას, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს NATO-ს წევრი.

"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში, მაგრამ ერთი ვთქვით და მეორე ვიფიქრეთ - და ამან გამოიწვია ტრაგედია და ახლა ნათლად უნდა ვთქვათ, რომ გვინდა უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს NATO-ს წევრი. რაც შეიძლება სწრაფად," - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები