უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევსკის მიმართულებით დაიძრნენ და ერთ-ერთი სოფლის ნაწილი დაიკავეს

10.09.23 16:42
უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევსკის მიმართულებით დაიძრნენ და ერთ-ერთი სოფლის ნაწილი დაიკავეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევსკის მიმართულებით დაიძრნენ და ერთ-ერთი სოფლის ნაწილი დაიკავეს.

ამის შესახებ საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.

„ზოგადად, ვითარება ქალაქის ირგვლივ თავდაცვის ხაზთან ძალიან დაძაბულია. მტერი ზეწოლას ახდენს ქალაქის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, ოპიტნის რაიონში, ჩვენ გვაქვს წარმატებები და, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან. მნიშვნელოვანი“, - თქვა მან.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ოპიტნის რაიონში ფეხს იკიდებენ.

„ორი დღის წინ მათ განახორციელეს ძალიან ძლიერი მოქმედებები ქალაქის ჩრდილოეთით და იმ დროს უკრაინელმა სამხედროებმა ბრწყინვალე თავდასხმის ოპერაცია ჩაატარეს და დაიკავეს ოპიტნის ნაწილი. “ - თქვა ბარაბაშმა.