დონეცკის ოლქში ჰუმანიტარული ორგანიზაციის მანქანას რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ორი უცხოელი
დონეცკის ოლქში ჰუმანიტარული ორგანიზაციის მანქანას რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ორი უცხოელი.
ამის შესახებ თავად ჰუმანიტარული ორგანიზაცია და ესპანური გაზეთი El Mundo იტყობინება.
Road to Relief-ის ცნობაში ნათქვამია, რომ მანქანას, რომელშიც უცხო ქვეყნების ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ რუსი სამხედროები. მანქანა სლავიანსკიდან ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა და მას ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვ-იარში მოძრაობისას.
ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.