პუტინმა უკვე წააგო მცდელობა, უკრაინა რუკიდან წაეშალა - ბლინკენი

11.09.23 10:14
პუტინმა უკვე წააგო მცდელობა, უკრაინა რუკიდან წაეშალა - ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო. ამის შესახებ მაღალჩინოსანმა  ABC-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის რუკიდან წაშლა უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა. 

მიზეზი იმისა, რომ მე ძალიან დარწმუნებული ვარ უკრაინის საბოლოო წარმატებაში, არის ის, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, რუსები - არა. გახსოვდეთ, პუტინმა უკვე წააგო იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა. ის ცდილობდა უკრაინის რუკიდან წაშლას და მისი დამოუკიდებლობის წაშლას, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ეს უკვე მარცხია", - აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, ვერ ხედავს მინიშნებას, რომ პუტინს საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა სურდეს. 

ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება და ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ვლადიმირ პუტინს აქვს რაიმე ინტერესი, არსებით დიპლომატიაში ჩაერთოს. თუ ის ამას გააკეთებს, ვფიქრობ, უკრაინელები იქნებიან პირველი, ვინც ჩაერთვებიან და ჩვენ მათ უკან ვიქნებით. ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია სამართლიანი პირობებსა და გრძელვადიან პირობებზე, რომლებიც ასახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნა ბლინკენმა.