ბელგოროდში აფეთქებები ისმოდა - ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, რომ დრონები ჩამოაგდო

11.09.23 10:22
ბელგოროდში აფეთქებები ისმოდა - ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, რომ დრონები ჩამოაგდო

გასულ ღამეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებები ისმოდა. ადგილობრივი გუბერნატორი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 დრონი ჩამოაგდო. 

იაკოვლევსკის ქალაქის შემოგარენში საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა - ჩამოგდებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი. დაშავებულები არ არიან. ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლის გვერდზე, სავალ ნაწილზე ჩავვარდა. ადგილზე ოპერატიული სამსახური მუშაობს, - აცხადებს ვიაჩესლავ გლადკოვი. 
 

ბელგოროდის მთავრობა და ასევე უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქების ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ უპილოტოს საფრენ აპარატებს რეგულარულად აგდებენ.