გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

11.09.23 10:48
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეწრის შემდეგ კიევში ეს უკვე ანალენა ბერბოკის მეოთხე ვიზიტია. 

ბერბოკი კიევში პოლონეთიდან ღამის მატარებლით ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში მას გერმანიის ელჩი დახვდა. 

მაღალჩინოსანმა კიევში ჩასვლისას თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებში გერმანია მხარს მტკიცედ უჭერს.

ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია. ბომბების სეტყვაში, რუსეთის ტანკების პირისპირ, უკრაინა თავდაჯერებულად და მტკიცედ დაადგა გზას ევროკავშირისკენ", - თქვა მან.