პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს - ზელენსკი

"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
შეცდომა დიპლომატიაში არ არის, შეცდომა არის დიპლომატია პუტინთან. ის მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარ თავთან აწარმოებს. ომი მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთის ფედერაცია ჩვენს მიწაზეა", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.