ფსბ-მ პუტინის მთავარი ექიმი დააკავა, რომელიც რუსეთიდან გაქცევას ცდილობდა

11.09.23 17:59
ფსბ-მ პუტინის მთავარი ექიმი დააკავა, რომელიც რუსეთიდან გაქცევას ცდილობდა

ფსბ-მ პუტინის მთავარი ექიმი დააკავა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ვიქტორ ტრუხინი, რომელმაც ხელისუფლების სამედიცინო საიდუმლოებების შესახებ ყევლაფერი იცოდა, იმ დროს დააკავეს, როცა იქ ბელარუსში გაქცევას ცდილობდა. 

ირკვევა, რომ მედიკოსი  სანქტ-პეტერბურგის ვაქცინების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ გაქრა. მას თაღლითობას ედაავებოდნენ. ტრუხინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც გაირკვა, რომ ის რუსეთიდან გაქცევას გეგმავდა და შესაძლოა, რუსული ვაქცინების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაესაჯაროებინა.