რუსული თვითმფრინავი, რომელშიც 170-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა

12.09.23 10:19
რუსული თვითმფრინავი, რომელშიც 170-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში, სოფელ კამენკას მახლობლად "ურალის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავი, მინდორში ავარიულად დაეშვა. 

Airbus A320 სოჭიდან ომსკში მიფრინავდა.

ნოვოსიბირსკის გუბერნატორმა ანდრეი ტრავნიკოვმა დაწერა, რომ ბორტზე 170 ადამიანი იყო, მათ შორის 23 ბავშვი. 

რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია" საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე 159 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.