2 დაღუპული და 3 დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს

12.09.23 15:30
2 დაღუპული და 3 დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს

2 დაღუპული და 3 დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა და კრასნოჰორივკა დაბომბეს.

ავდეევკაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ფერმის შენობები. გარდა ამისა, ორ მოქალაქეს დაზიანებები და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

"დილით ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი კრასნოჰორივკა. ერთ-ერთი, 152 მმ-იანი ჭურვი, კერძო სახლს მოხვდა, სადაც 84 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი 70 წლის ქალი", - დონეცკის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.

 

მსგავსი სიახლეები