"პუტინის გადამწყვეტმა ძალაუფლებამ რუსეთი ფაქტობრივ დიქტატურად გადააქცია" - PACE

12.09.23 18:26
"პუტინის გადამწყვეტმა ძალაუფლებამ რუსეთი ფაქტობრივ დიქტატურად გადააქცია" - PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დიქტატურა უწოდა და ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2020 წლის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების თაობაზე შეშფოთება გამოხატა, რადგან შესწორებები რუსეთის პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, რომ ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

რუსეთის პრეზიდენტის გადამწყვეტმა ძალაუფლებამ, რომელიც ეფუძნება თანამდებობაზე ყოფნის უაღრესად ხანგრძლივ ვადას, შემაკავებელი და დამაბალანსებელი მექანიზმების - ძლიერი პარლამენტის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების - არარსებობის პირობებში, რუსეთი გადააქცია ფაქტობრივ დიქტატურად", - წერია კომისიის განცხადებაში.

პარლამენტართა აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოწმობს, რომ დიქტატორული რეჟიმები საფრთხეს წარმოადგენენ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.