ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალესტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების გაშვება დროში ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას დაემთხვა. ქვეყნისა სნაპირო დაცვა აცხადებს, რომ პირველი რაკეტა უკვე ჩამოვარდა, თუმცა არ აკონკრეტებენ სად.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გაისროლეს. იაპონიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი გემების ეკიპაჟებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა. პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასა და უკრაინაში ომის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარებას განიხილავენ.