უკრაინამ გასულ ღამით ოდესისა და სუმის თავზე გაშვებული მტრის 34 დრონი გაანადგურა

13.09.23 10:31
უკრაინამ გასულ ღამით ოდესისა და სუმის თავზე გაშვებული მტრის 34 დრონი გაანადგურა

გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიის თავზე 44 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვამ 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდავა ავრცელებს.

13 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესის და სუმის ოლქებს  შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით სამი მიმართულებიდან შეუტიეს. სულ 44 შაჰიდი იქნა გაშვებული, - ნათქვამია შეტყობინებაში. 

საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, სამიზნე ოდესისი ოლქის სამხრეთ რაიონები და რეგიონის პორტის ინფრასტრუქტურა იყო.