პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

13.09.23 10:43
პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. შეხვედრა რუსეთში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შედგა. 

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა და კიმ ჩენ ინმა კოსმოდრომის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა რაკეტების დემონსტრირება მოაწყო.  კიმ ჩენ ინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სარაკეტ ტექნიკის მიმართ დიდი ინტერესი აქვს და პუტინს ამაში დახმარებაც აღუთქვა.

კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის რუსეთთან ურთიერთობა  პრიორიტეტულია და რუსეთის პრეზიდენტის  ყველა გააწყვეტილებას იზიარებს. 

ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა კვლავაც განვავითაროთ. ჩვენ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ვიმედოვნებ, ყოველთვის ერთობლივად ვიბრძოლებთ იმპერალიზმის წინააღმდეგ და ვიდგებით სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის სადარაჯოზე, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.