2 გარდაცვლილი და 26 დაშავებული - სევატოპოლში რუსების გემების სარემონტო ქარხანა იწვის

სევატოპოლში რუსების გემების სარემონტო ქარხანა იწვის. არიან გარდაცვლილები და ათობით დაშავებულები. ძლიერი აფეთქებების გამო პარალიზბულია ყირიმის ხიდიც.
საჰაერო იერიში უკრაინის ანექსირებულ ქალაქზე გამთენიისას მოხდა. აფეთქებები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე დაიწყო. ყველაზე მძიმე ვითარება ამ დრომდე ქარხნის ტერიტორიაზეა, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები რემონტდება. ქარხანა სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა და, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.