შორეულ პლანეტაზე აღმოჩენილია შესაძლო სიცოცხლის მტკიცებულება - NASA

13.09.23 12:29
შორეულ პლანეტაზე აღმოჩენილია შესაძლო სიცოცხლის მტკიცებულება - NASA

კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ პლანეტაზე, შესაძლო სიცოცხლის ნიშნის მტკიცებულება აღმოაჩინა

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა და ამავდროულად კვლევის ხელმძღვანელმა ნიკუ მადჰუსუდჰანმა თქვა, რომ ტელესკოპმა დიმეთილ სულფიდის (DMS) მოლეკულა აღმოაჩინა. დედამიწაზე აღნიშნული მოლეკულა მხოლოდ იმიტომ წარმოიქმნება, რომ სიცოცხლე არსებობს.

NASA-ს ინფორმაციით, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია CO2 და მეთანი, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პლანეტაზე არსებობს ოკეანე.

თემის ექსპერტები და მკვლევარები ამბობენ რომ, სიცოცხლის არსებობა მხოლოდ ამ მიგნებებით ვერ დადასტურდება. როგორც ისინი ამბობენ, ამისთვის დამატებითი მონაცემების შეგროვება და კვლევების ჩატარებაა საჭირო.