სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენს ისევ არ უშვებენ

13.09.23 12:42
სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენს ისევ არ უშვებენ

"გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია" - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ოლექსანდრ შულგა აკეთებს. 

ოლექსანდრ შულგას თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია ამ დრომდე უცვლელია. შულგა ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული აქტი და სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიცირებული დახმარების მიღება.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი უნდა იყოს. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიცირებული დახმარების მიღება",- განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა საქართველოში, ოლექსანდრ შულგამ. [IPN]

მსგავსი სიახლეები