ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში - კიმ ჩენ ინის თქმით, რუსულ მიწაზე შესვლისთანავე იგრძნო საბრძოლო სული

13.09.23 18:01
ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში - კიმ ჩენ ინის თქმით, რუსულ მიწაზე შესვლისთანავე იგრძნო საბრძოლო სული

ერთად ვიქნებით იმპერიალიზმთან ბრძოლაში - კიმ ჩენ ინის თქმით, რუსულ მიწაზე შესვლისთანავე იგრძნო საბრძოლო სული.

ჩრდილო კორეის დიქტატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინს და თქვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარების სურვილი აქვს.

მისი თქმით, ახლა ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისთვის, რუსეთთან ურთიერთობა "უპირველესი პრიორიტეტია".

„რუსულ მიწაზე შესვლის პირველივე წუთიდან ვიგრძენი საბრძოლო სული და გავხდი რუსი ხალხის მნიშვნელოვანი მიღწევების პირდაპირი მოწმე ძლიერი, თანამედროვე რუსეთის აშენების საქმეში, ამხანაგ პუტინის ხელმძღვანელობით." - თქვა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინი მატარებლით რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. პუტინს ის დღეს, "ვოსტოჩნის" კოსმოდრომზე შეხვდა.