ესტონეთმა და ლატვიამ რუსულნომრიან ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

13.09.23 18:31
ესტონეთმა და ლატვიამ რუსულნომრიან ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

ესტონეთმა და ლატვიამ გარე საზღვრის მხრიდან რუსულნომრიან ავტომობილებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ კერძო მანქანების ევროკავშირში შესვლა არალეგალურ იმპორტად უნდა ჩაითვალოს. მანამდე ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლის შეზღუდვები გამოაცხადა ლიეტუვის ხელისუფლებამ. ლიეტუვაში შესვლა ახლა შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტით - კალინინგრადში და უკან.

ლატვიასა და ესტონეთში განმარტეს, რომ მანქანებისთვის შიდა საზღვრით ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შესვლა ნებადართულია. ლიეტუვას მსგავსი განმარტებები არ გაუკეთებია. ყველა ქვეყანამ აღნიშნა, რომ შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეებზეც და იმ პირებზეც, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა აქვთ ევროკავშირსა და, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში.

 

მსგავსი სიახლეები