სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს - ფაშინიანი

13.09.23 18:58
 სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს - ფაშინიანი

სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა… ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნას… არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი “პროქსი” გახდება. ეს დაუშვებელია,” - განაცხადა ფაშინიანმა.

Politico-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდება.