ანექსირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა
გამთენიისას ანექსირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა. უკრაინამ ოკუპირებულ ევპატორიაში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის სპიკერის, ნატალია გუმენიუკის თქმით, იერიშები მიიტანეს აეროდრომის მიმდებარე სამიზნეებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
შეტევები იყო ანექსირებულ სევასტოპოლშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით,
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. დაზიანდა ორი შესაკეთებელი გემი.