აღიარება სავარაუდო წამების შედეგად - ატირებულმა ჟურნალისტმა ლუკაშენკოს ბოდიში მოუხადა

04.06.21 12:31
აღიარება სავარაუდო წამების შედეგად - ატირებულმა ჟურნალისტმა ლუკაშენკოს ბოდიში მოუხადა

ატირებული ჟურნალისტის ბოდიში პრეზიდენტს.  დაკავებულმა ბელარუსმა ჟურნალისტმა, რომან პრო-ტასევიჩმა, სამთავრობო არხის ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს პატივს სცემს და დანაშაულს აღიარებს.

ვაღიარებ ჩემს ბრალს ბელორუსიაში არასანქცირებული მიტინგების მოწყობის საქმეში, იმედგაცრუებული ვარ ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, ქმედებით, პატივს ვცემ  პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. - განაცხადა რომან პროტასევიჩმა.

პროტასევიჩის მამა, დიმიტრი პროტესევიჩი, ტელეარხ Дождь-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. ის აღნიშნავს, რომ რომანზე ფსიქოლოგიური, მორალური ძალადობა ხორციელდებოდა.

რასაც რომანი ამბობს, ეს მისი აზრები არ არის, შეხედეთ მის პირველ რეაქციას ინტერვიუს დაწყების დროს და ნათლად ჩანს, რომ მიმდინარეობისას მასში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს იმის თაობაზე, რაც უნდა თქვას და რასაც ამბობს. - აცხადებს დიმიტრი პროტასევიჩი.

ბელორუსიიის ოპოზიციის ლიდერის თანაშემწე, ფრანაკ ვეჩერკო, დარწმუნებულია, რომ პროტასევიჩმა ჩვენება წამების შედეგად მისცა.

ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი,  23 მაისს მინსკში დააკავეს. მის ასაყვანად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა,  რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

 

 

მსგავსი სიახლეები