ახალბედა პოლიტიკოსი ჩემი მრჩეველი არ იქნება - სააკაშვილი უკრაინის პრემიერის წინააღმდეგ

04.06.21 13:08
ახალბედა პოლიტიკოსი ჩემი მრჩეველი არ იქნება - სააკაშვილი უკრაინის პრემიერის წინააღმდეგ

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი დენის შმიგალს საქართველოში უკანონოდ დაპატიმრებულ უკრაინელ მეზღვაურებთან დაკავშირებით შეკითხვას უსვამს. პოლიტიკოსს  აინტერესებს შეძლებს თუ არა ის საქართველოდან თანამოქალაქეების წამოყვანას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმში  აქტიურად ჩაებმება და ამაში მისი მბრძანებელი ვერავინ იქნება. 

დენის შმიგალის თეზისების კომენტირებას არ ვაპირებ, რადგან უკრაინელებმა კარგად იციან, ვის რა გავლენა აქვს ქვეყანაში. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს უკრაინის პრემიერთან, 

ბატონ შმიგალი ხვალ იქიდან წამოიყვანს თუ არა უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც უკვე 7 თვეა, აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს და სხედან საქართველოს ციხეში? ეს საკითხი განიხილა თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც არჩევნების ფალსიფიცირების გზით ძალაუფლება შეინარჩუნა? შმიგალმა თუ ეს გააკეთა, მზად ვარ, ყველა წყენა გადავყლაპო და მას ტაშიც კი დავუკრა.

მე არა მარტო აქტიურად ჩავერევი შემოდგომაზე რეფერენდუმში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ სათავეში ჩავუდგები ჩვენს კამპანიას, რომელიც საქართველოდან განდევნის ამ ხელისუფლებას და არავინაა ამ თემაში ჩემი მბრძანებელი.

ვერავინ შემზღუდავს ამაში მე, როგორც რეგიონალურ ლიდერს და უკრაინის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეს. მით უმეტეს, ასეთი ახალბედა პოლიტიკოსი ჩემი მრჩეველი არ იქნება - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
 

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა

 საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.