უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გაათავისუფლა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის 6 მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი გაათავისუფლა - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "Украинская правда" ავრცელებს.
უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის პირველ მოადგილეს და მინისტრის მოადგილეებს ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტი.
Украинская правда თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა დეპუტატმა ნებაყოფლობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ რუსტემ უმეროვის მოთხოვნის შემდეგ და არ დაბრუნდებიან ამ თანამდებობებზე.