აზერბაიჯანული მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა

04.06.21 13:31
აზერბაიჯანული მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანული ტელევიზია AZTV-ის ოპერატორი, სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ის ჟურნალისტი, მაჰერამ იბრაჰიმოვი, მთიან ყარაბაღში, ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ.

მომხდარის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.

ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ავტომობილის მძღოლმა, ემინ მამედოვმა.