ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაღუპულია ერთი, დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. პარალელურად კიევში გარდაცვლილი იპოვეს ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი. პოლიციას ეჭვი მკვლელობაზე ან თვითმკვლელობაზე აქვს.
ზელენსკიმ ხერსონის ყოფილი ვიცე-მერი რეგიონის ხელმძღვანელად გასულ წელს დანიშნა, თუმცა ოთხი თვის შემდეგ ის კიევში გაიქცა და პრეზიდენტმა ის მალევე პოსტიდან გაათავისუფლა!