დრონებით თავდასხმა ლვოვზე - არიან დაშავებულები
დრონებით თავდასხმა ლვოვზე - გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო საწყობში. დაშავდა 2 ადამიანი.
აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკსა და კრივოი-როგში.
BBC-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ ლვოვზე თავდასხმის დროს რუსმა დრონებმა გადაუფრინეს ქალაქის ისტორიულ ცენტრს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.