აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღში "ანტიტეროსიტული ღონისძიება" დაიწყო

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტულ ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ღონისძიების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სირღმეში ზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები.
ბაქო აცხადებს, რომ მათ სამიზნეს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები არ წარმოაგენენ. მათივე ცნობით, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.
ბაქომ ასევე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებაც განაცხადა. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ნაღმი დადებული იყო "ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო- დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში".