აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო - სომხეთის საგარეო

19.09.23 16:50
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო - სომხეთის საგარეო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად აფასებს. 

უწყება საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გადადგან მკაფიო ნაბიჯები აზერბაიჯანის შესაჩერებლად.

„19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ხელმძღვანელობს რა დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „ანტიტერორისტულ ზომებს“ მთიან ყარაბაღში.

მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, რომლებიც განლაგებული არიან მთიან ყარაბაღში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, გადადგან მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.