„ჩვენ ომს არ დავიწყებთ“ - სომხეთის პრემიერმა ყარაბაღთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა

ყარაბაღში არსებული ვითარების გამო სომხეთი აზერბაიჯანთან ომს არ დაიწყებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთი სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ახლა არცერთ დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადავგამთ, - განაცხადა მან.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა და სხვა მხრიდან გადატრიალების მოწოდებები ისმის.
სომხეთის სახელმწიფო ამ პირობებში კანონმდებობის ფარგლებში უნდა რეაგირებდეს. არ უნდა მივეცთ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს და ადამიანებს, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნას, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა სომხეთის უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, სადაც თქვა, რომ რუსეთმა ყარაბაღში საბძროლო მოქმეებების შესახებ ერევანი არ გააფრთხილა.
ამავდროულად, აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ სომხეთმა ყარაბაღიდან ჯარები გაიყვანოს.